დღეს, 12 საათზე, ექვსი მაისის პარკში სტარტს აიღებს Art-Handmade ფესტივალი ARGANI. ფესტივალი წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკვე მეორედ ტარდება.
შაბათ-კვირას ბათუმი გადაიქცევა შემოქმედების ცენტრად. მხატვრები, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, მუსიკოსები და, უბრალოდ, შემოქმედებითი ადამიანები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ, რომ დაისვენონ, შექმნან და ესაუბრონ ერთმანეთს.
ფესტივალის პროგრამაში შედის:
● ქართველი და უცხოელი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა: სამკაული, სუვენირები, ხელოვნების ნიმუშები, აქსესუარები და მრავალი სხვა!
● კვებისა და განტვირთვის ზონა ურთიერთობისთვის (ხორცის გარეშე, მსუბუქი ალკოჰოლი და ღვინო 18:00-ის შემდეგ)
● ნიჭიერი ფოტოგრაფებისა და მხატვრების გამოფენა
● უფასო მასტერ-კლასები უფროსებისთვის: ხატვა, ვოკალი, ცეკვები, იოგა, სოციალურ ქსელებში დაწიანურება.
● უფასო მასტერ-კლასები ბავშვებისთვის: თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი, ხელოვნების სხვადასხვა სახეობა. პარასკევს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს გაართობენ Globe International School Batumi-ს ანიმატორები
● მერაბ ნაკაშიძის ცხოველთა არაკომერციული თავშესაფრის დახმარების მოედანი, რომელზეც შესაძლებელი იქნება შემოწირულობის დატოვება ან იქიდან შინაური ცხოველის წამოყვანა.
● სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და უფროსების დახმარების მოედანი, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, მამა იოანეს ასოციაციის მიერ.
● საღამოობით ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების კონცერტები და ცეცხლოვანი შოუ
● პარტნიორებისა და მონაწილეებისათვის After-party ბარში „ადგილი მზისქვეშ“.
ღონისძიებაზე შესვლა და მონაწილეობა - უ ფ ა ს ო !
ღონისძიების სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია გვერდზე: https://www.facebook.com/arganiartfest.
მობრძანდით ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად, დროს აქ მხიარულად გაატარებთ!
ფესტივალის პარტნიორები: ტურისტული კომპანია GEO STUMARI (http://geostumari.com/) და „ყავის სახლი ბათუმი“.
მისამართი: 6 მაისის პარკი (ქ.ბათუმი)
დასაწყისი: 25 აგვისტო 12:00
დასასრული: 27 აგვისტო 23:59
ფესტივალის ორგანიზატორები: პროდიუსერული კომპანია “GO MAMONTS”
https://www.facebook.com/gomamonts/.
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 (555) 306-277 გალინა იანკოვსკაია, +995 (574) 451-340 მალხაზ ბაბლუანი, +995 (591) 101-657 ირინა ნიკოლაევა