შეერთებული შტატები ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად არასდროს აღიარებს. ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ არასდროს ვცნობთ ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში და არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას,“-აღნიშნა ჯეიმს მეტისმა.