დღეს, 7 ივლისს, კომპანია ვისოლი ხელვაჩაურის ცენტრალურ მაგისტრალზე ქარსაცავ ზოლს წითელ წიგნში შესული ევკალიპტის ხეებით შექმნის.
100 დარგული ევკალიპტის ნერგი დაზიანებისაგან დამცავი სპეციალური კონსტრუქციით შემოისაზღვრება და მათი გაზრდისთვის საჭირო პირობების შექმნაზე ვისოლის გარდა ადგილობრივი მმართველობა და გარემოს დაცვითი ორგანიზაციები იზრუნებენ. ვისოლის თანამშრომლებთან ერთად გამწვანების აქციაში ჟურნალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.