ჯორჯ და ამალია ქლუნების საქველმოქმედო ფონდმა რასიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში სოლიდური თანხა გადარიცხა. Southern Poverty Law Center-მა მილიონი დოლარი მიიღო. ცენტრი აშშ-ში 1,6 ათასამდე ექსტრემისტულ დაჯგუფებაზე აწარმოებს მონიტორინგს. გადაწყვეტილება ცოლ-ქმარმა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო, სადაც ერთმანეთს ულტრამემარჯვენეები და მემარცხენეები დაუპირისპირდნენ.