სირიისა და ირანის გაძლიერება საფრთხეს მთელ მსოფლიოს შეუქმნის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანი იემენზე, ლიბანსა და ერაყზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, რაც ძალიან სახიფათოა. მისივე განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასთან ბრძოლის გააქტიურება მნიშვნელოვანია, თუმცა რუსეთს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ირანი ტერორისტებს უჭერს მხარს და ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით იმუქრება.