ფხენიანის ლიდერი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. საგანგებო განცხადება კიმ ჩენ ინმა სამხედრო მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობისას გააკეთა. ადგილობრივ სპეციალისტებს მან სარაკეტო ძრავების და ბალისტიკური რაკეტების ქობინების წარმოების გაზრდა დაავალა. ფხენიანის ლიდერის თქმით, სარაკეტო პოტენციალის გაძლიერება ქვეყანას მტრულად განწყობილი ქვეყნების აგრესიისგან დაიცავს.