მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ლაშქარგაჰის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. დანაღმული ავტომანქანა პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.