ხორვატიაში ხანძარს ებრძვიან. ადრიატიკის სანაპიროსთან ტყის მასივი იწვის. სამაშველო ოპერაციაში მეხანძრეებთან ერთად 100 სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ვერტმფრენია ჩართული. ძლიერი ქარის გამო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბენკოვაჩისა და დრნისის დასახლებული რაიონებიც, რომლის მისადგომებთანაც 90-იანი წლების ომის შემდეგ ნაღმებია დარჩენილი. ბენკოვაჩის მახლობლად ცეცხლი საგანგაშო მანძილზე მიუახლოვდა ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალსაც.