აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელორუსის გარდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის დასახმარებლად მზადყოფნას გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთიც აცხადებს.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა.
ცნობისთვის, მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე, შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა.