ეგვიპტელმა არქეოლოგებმა უძველესი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს. მე-5 საუკუნით დათარიღებული კომპლექსის ნანგრევებს მათ ქალაქ ელ-მინიას სიახლოვეს მიაკვლიეს. კომპლექსი 3500 კვადრატულიმეტრის ფართობზე იყო გაშენებული. არქეოლოგიური გათხრები 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.