სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაში არიან და მოდიან დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს თურქეთიც დაეხმარება. მისივე თქმით, ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია.
"თურქეთისგან მივიღეთ დახმარება, ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ჩამოფრინდება სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვს პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაგვეხმარება. ასევე სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და მოდიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებაზე უარი უთხრა.