რუსულმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ საჭირო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა სომხეთიც დაეხმარება.
მისივე განცხადებით, დახმარების სურვილი გამოთქვა რუსეთმაც, მაგრამ საქართველო არსებული ძალებით შეძლებს სტიქიასთან გამკლავებას.