აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მისცა მითითება, რომ საქართველოში ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობის მიღების მიზნით ვერტმფრენი გამოაგზავნოს.
ვერტმფრენები ქართველი მაშველების დასახმარებლად უკვე გამოემგზავრნენ.
არსებული ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარია 5 ჰექტარის ფართობის ტყის მასივი.
ცნობისთვის, ხანძარი ბორჯომში, სოფელ დაბასთან გუშინ გაჩნდა.
ცეცხლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტერიტორის გაუჩნდა. ღამით იყო ძლიერი ქარი, რის გამოც, ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა.