შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეჩერდეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
„მათ სურთ ამ გადაწყვეტილებებით რუსეთის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაზარდონ. ეს ცნობილი ლოგიკაა მათი, ვინც ფერად რევოლუციებს აწყობს. ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდა ობამას ადმინისტრაცია და დღევანდელიც ამ ინერციით მიემართება,“-აღნიშნა ლავროვმა.