შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთში ამერიკის საელჩო იტყობინება.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების შემცირების გამო 23 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდება. 1 სექტემბრიდან პროცედურა მხოლოდ მოსკოვში განახლდება, სხვა რეგიონებში კი გაურკვეველი ვადით იქნება შეჩერებული,“-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.