ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი იანეს აბუიაკუბი შესაძლოა საფრანგეთში გაქცეულიყო. ამის შესახებ კატალონიის პოლიციის უფროსმა ხოსეპ ლუის ტრაპერომ განაცხადა.
„დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვეჭვობთ, რომ ის საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდა,“-აღნიშნა ტრაპერომ.
მასშტაბური ტერორისტული აქტები ბარსელონასა და კამბრილსში 17 აგვისტოს განხორციელდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაშავდა.