კატალონიის საავადმყოფოებში ტერაქტების შედეგად დაშავებული 51 ადამიანი რჩება. 47 მათგანი ბარსელონას კლინიკებშია განთავსებული, 4 კი- ტარაგონში. საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს 81 პაციენტი. მასშტაბური ტერორისტული აქტები ბარსელონასა და კამბრილსში 17 აგვისტოს განხორციელდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაშავდა.