ლას-ვეგასში 91 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ჯერი ლუისი გარდაიცვალა. მსახიობი დიაბეტით იყო დაავადებული.
რამდენიმე წლის წინ მას სიმსივნის მძიმე ფორმაც აღმოუჩინეს.
ლუისი სცენაზე 5 წლის ასაკიდან გამოდიოდა. ის რამდენიმე ცნობილ კომედიაშიც არის გადაღებული. განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს ფილმებმა „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო,“ „შეშლილი პროფესორი“ და „არიზონის ოცნება“ მოუტანა.