თავდასხმების სერია ჩიკაგოში. სროლების შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა. Chicago Tribune-ს ინფორმაციით, ერთი დღე-ღამის მანძილზე ქალაქში 10-მდე ინციდენტი დაფიქსირდა.
ბოლო ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:30 საათზე მოხდა. უცნობმა პირმა ღამის კლუბიდან გამოსულებს ცეცხლი ვტომობილიდან გაუხსნა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა.