ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამომსვლელთა დარბაზის ტერიტორიაზე ავტომობილი შევარდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი 20 წლამდე მამაკაცი აღმოჩნდა, რომლის მიმართაც მანამდე დევნის ოპერაცია ხორციელდებოდა.
როგორც ირკვევა, სამართალდამცველმა თავდაპირველად მისი შეჩერება შეძლო და ეჭვმიტანილმა დანებების ნიშნად ხელები მაღლა აღმართა, თუმცა პოლიციელის მიახლოების შემდეგ, მას თავს დაესხა, დაარტყა და გზის მეორე მხარეს გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილი გაიტაცა.
ეჭვმიტანილი მიმალვის მცდელობისას აეროპორტის ჩამომსვლელთა დარბაზის ვიტრინას შეეჯახა. პოლიციამ სამართალდამრღვევი უკვე აიყვანა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.