გერმანიის ყოფილ კანცლერს, გერჰარდ შროდერს „როსნერფტის“ დირექტორთა საბჭოში შესვლის გამო სამშობლოში მკაცრად აკრიტიკებენ. კრიტიკული განცხადება ბავარიის ქრისტიან-სოციალისტთა კავშირის თავმჯდომარემ ანდრეას შოიერმა გააკეთა. ანდრეას შოიერმა შროდერს „რუსეთის დაქირავებული“ უწოდა.
„ყოფილი კანცლერი შროდერი რუსეთის მიერ არის დაქირავებული. რუსულ ენერგოგიგანტში მისი დასაქმება ამის ნათელი დადასტურებაა. აქ პოლიტიკისა და ეკონომიკური ინტერესების თანხვედრასთან გვაქვს საქმე,“-აღნიშნა შოიერმა.