ავსტრია არჩევნებში თურქეთის ჩარევას ვერ შეეგუება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა.
„სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში თურქეთის პრეზიდენტი უხეშად ერევა და ეს არამარტო გერმანიას ეხება. თურქეთის ხელისუფლება ამისთვის ეთნიკური თურქების გამოყებებას ცდილობს გერმანიასა და ავსტრიაში. ჩვენს არჩევნებში ერდოღანისა და მისი მთავრობის წევრების ჩარევას არ შევეგუებით,“-აღნიშნა კურცმა.