მაროკოს მეფემ, მუჰამედ მეოთხემ ტერორიზმისთვის გასამართლებული 415 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის რამდენიმე პატიმარია, რომლებიც 2003 წელს კასაბლანკაში მოწყობილი ტერაქტისთვის იხდიდნენ სასჯელს. ერთ-ერთ მსჯავრდებულს კი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, სასჯელის უმაღლესი ზომა 30-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.