შეერთებული შტატები სირიაში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული კონტინგენტი სირიას მას შემდეგ დატოვებს, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება დამარცხდება.