დონალდ ტრამპს სამედიცინო და ფსიქიატრიული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. შესაბამისი ინიციატივით წარმომადგენელთა პალატის წევრი ზო ლოფგრენი გამოვიდა. მისი მტკიცებით, თეთრი სახლის ლიდერს შესაძლოა გუნებასუსტობის საწყისი სტადია ჰქონდეს, რაც მას პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებაში ხელს შეუშლის.