ლიბანის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ოპერაცია ლიბანისა და სირიის საზღვარზე დაიწყო. არმიის შენაერთებმა იერიში ქრისტიანულ დასახლება რას-ბაალბექის სიახლოვეს გამაგრებულ ისლამისტთა ჯგუფზე მიიტანა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ არტილერია და ავიაციაც გამოიყენეს.