რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ანექსირებულ სევასტოპოლში ოფიციალური კიევი აპროტესტებს. საგანგებო განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. კლიმკინის უწყება პუტინს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. კიევმა მოსკოვს საპროტექტო ნოტა უკვე გაიგზავნა. ე.წ. „სამუშაო ვიზიტით“ პუტინი სევასტოპოლს დღეს სტუმრობდა.