კატალონიის საკურორტო ქალაქ კამბრილსში ლიკვიდირებულ ტერორისტებს ყალბი შაჰიდის ქამრები ეკეთათ. ამის შესახებ კატალონიის შს მინისტრის მრჩეველმა ჰოაკინ ფორნმა განაცხადა. მისივე თქმით, კამუფლიაჟები ცარიელი იყო. თავდასხმა ფეხით მოსიარულეებზე კამბრილსში გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 5 ტერორისტი მოკლა. მანამდე ტერორისტულ თავდასხმას ბარსელონაში 13 ადამიანი ემსხვერპლა.