კენიაში ისლამისტებმა სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინციდენტი ლამუს პროვინციაში მოხდა. სოფლის სამ მცხოვრებს „აშ შაბაბის“ დაჯგუფების მებრძოლებმა თავი მოკვეთეს, შემდეგ კი მათი სახლები დაწვეს. „აშ-შაბაბი“ კენიაში „ალ ქაიდას“ მთავარი მოკავშირე ტერორისტული დაჯგუფებაა.