ბარსელონაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები მიგრანტთა კრიზისით არის გამოწვეული. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.
„პოლონეთში მსგავსი რამ არ ხდება, რადგანაც ჩვენთან არ არის მუსულმანური ანკლავები და ორგანიზაციები, რომელიც ისლამისტთა ბაზას წარმოადგენს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თანამემამულეების უსაფრთხოება დავიცვათ. სწორედ ამიტომ ვთქვით უარი მიგრანტების მიღებაზე. კატალონიაში მომხდარი ტერაქტი ცივილიზაციების შეჯახების შედეგია. ყველაზე ეფექტური მიზეზი ამის შესაჩერებლად საზღვრების ჩაკეტვაა,“-აღნიშნა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.