ესპანეთის პოლიციამ ქალაქ რიპოლში ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა El Pais იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები კიდევ 2 ეჭვმიტანილს ეძებენ. სულ პოლიციას 3 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. მასშტაბური ტერორისტული აქტი ბარსელონის ტურისტულ რაიონში გუშინ განხორციელდა. მიკროავტობუსი რამბლის რაიონში ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, 120-მდე კი დაშავდა.