კამბრილსში სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ესპანეთის პოლიცია იტყობინება. თავდამსხმელებმა საპორტო ქალაქში 7 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ერთი პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით, ბარსელონის ტერაქტის შემდეგ ტერორისტები კიდევ ერთ თავდასხმას კამბრილსში გეგმავდნენ. მასშტაბური ტერორისტული აქტი ბარსელონას ტურისტულ რაიონში გუშინ განხორციელდა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, 120-მდე კი დაშავდა.