ბოლო 24 საათის განმავლობაში ფილიპინებში 13 ნარკომოვაჭრეა ლიკვიდირებული, ბოლო 3 დღის განმავლობაში კი სპეცოპერაციებს 80-მდე ნარკომოვაჭრე ემსხვერპლა. პოლიციამ ნარკოკარტელებთან ბრძოლა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც პრტეზიდენტმა დუტერტემ საგანგებო განკარგულება გასცა. მანილასა და მის შემოგარენში სამართალდამცველებმა 200-მდე ეჭვმიტანილი დააკავეს.