ბარსელონაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. „ეს იყო ჯიჰადისტური ტერორიზმის აქტი, რომელიც გლობალურ პასუხს საჭიროებს,“-აღნიშნა მარიანო რაჰოიმ. მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა რამბლის ბულვარში გუშინ განხორციელდა. ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ აიღო.