ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერორისტული აქტი აღკვეთა. ინციდენტი ბარსელონას სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კამბრილსის პორტში მოხდა. მოკლულია 4 ტერორისტი. ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი. მანამდე თავდამსხმელებმა საპორტო ქალაქში 7 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაჭრეს.