Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა.
რეიტინგის სათავეში 28 წლის ემა სტოუნი მოხვდა, რომლის შემოსავალიც შარშან 26 მილიონი დოლარი იყო.
მეორე ადგილზე გავიდა ჯენიფერ ენისტონი, რომელმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
როგორც Forbes წერს, თანხის უმეტესობა სარეკლამო კამპანიიდან მიღებული ჰონორარია. სამეულში 24 მილიონი დოლარის შემოსავლით, ჯენიფერ ლოურენსიც მოხვდა.
რეიტინგის ათეულში არიან ასევე მილა კუნისი, შარლიზ ტერონი, ქეით ბლანშეტი და ჯულია რობერტსი.