ჟურნალმა „ფორბსმა“ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს ემა სტოუნი ლიდერობს, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 26 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მიუზიკლმა „ლა ლა ლენდმა“ მოუტანა. ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის ემა სტოუნმა ოქროს გლობუსი და ოსკარი მიიღო.