ბათუმში გაზგასამართი სადგური აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ხანძრის ლოკალიზებას ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
"ბათუმელების" ცნობით, მომხდარის გამო გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხუთი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები.