აფხაზეთიდან დევნილი 36 ბავშვი სამშვიდობო განათლების სკოლა - ბანაკში დასასვენებლად დღეს გაემგზავრა. ბავშვები ბანაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ გააცილა.
აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები კვარიათში 10 დღის მანძილზე ერთად დაისვენებენ. ბანაკში აფხაზეთის განათლების სამინისტროს თანამშრომლები კონფლიქტების მიზეზებსა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარ-ჩვევებზე ტრეინინგ - სემინარებს ჩაატარებენ.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვაც. პროექტი აფხაზეთის მთავრობისა და "თი ბი სი ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება.