ცნობილი თურქი მსახიობი ქაან ურგანჯიოღლუ საპროდიუსერო კომპანია Ay Yapim-ს სერიალში მთავარ როლს შეასრულებს, სადაც მას პარტნიორობას ასევე ცნობილი მსახიობი თუბა ბუიუქუსთუნი გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ქაან ურგანჯიოღლუსა და Ay Yapim-ს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, ხოლო თუბა ბუიუქუსთუნსა და Ay Yapim-ს შორი მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.
სერიალის სამუშაო სახელი „არასია“, რომელიც ორი ძმის შურისძიებაზე მოგვითხრობს. სერიალში
ქაან ურგანჯიოღლუ "ძმობას“ ეკინ კოჩი გაუწევს.
როგორც ცნობილია, ქაან ურგანჯიოღლუმ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა სერიალ Kara Sevda-ში, ხოლო თუბა ბუიუქუსთუნი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალიდან „ასი“, სადაც მას პარტნიორობას მურატ ილდირიმი უწევდა. ასევე სერიალით „შავი ფული“, სადაც მისი პარტნიორი ენგინ აქიურეკი იყო.
რაც შეხება ეკონ კოჩს, ის სერიალ „დიდებული საუკუნე - ქოსემის რისხვაში“ მონაწილეობდა და სულთან ახმეტის როლს ასრულებდა.