სტამბოლში შუა ხნის მამაკაცი ერთ-ერთი სახლის სახურავზე აძვრა და ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ სააგენტო IHA იტყობინება. ინციდენტი ესენიურტის რაიონში მოხდა. სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებას ცდილობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.