Gem Fest-ზე დასაქმებულთა პროტესტი გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ბილეთების კონტროლიორებს, რომელებიც კუთვნილ ანაზღაურებას სრულად ითხოვენ, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეების თქმით, Gem Fest -ის ადმინისტრაციამ შეთანხმება არ შეასრულა და მათ 500 ლარის ნაცვლად 100 ლარი გადაუხადათ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები. აქციის მონაწილეები დღეს საჩივრით უკვე სასამართლოს მიმართავენ.
„გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და Gem Fest-ის ადმინისტრაციას შევხდებით სასამართლოში ჩვენი შრომითი უფლებების დასაცავად,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცაბუნია ვართაგავამ.