უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო ძრავები მიჰყიდა. ოფიციალური კიევის მტკიცებით, „იუჟმაშის“ ქარხანაში დამზადებულ სარაკეტო ძრავებს ფხენიანი ბალისტიკური რაკეტებისთვის ვერ გამოიყენებდა. მანამდე გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსში“ სკანდალური სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინული წარმოების ძრავები შავ ბაზარზე შეიძინა.