ტრამპი შარლოტსვილის მოვლენების გამო საგანგებო სხდომას იწვევს. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ პრეზიდენტი გენერალურ პროკურორს, იუსტიციის მინისტრსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა შვებულება ვადაზე ადრე შეწყვიტა და ვაშინგტონში ბრუნდება. შეტაკებები ულტრამემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში უკვე მესამე დღეა, გრძელდება. მასობრივ არეულობებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.