ისრაელში ცნობილი ბიზნესმენი ბენი შტეინმეცი დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი Haaretz იტყობინება. ბიზნესმენს ბრალად ფინანსური თაღლითობა, ფულის გათეთრება და დოკუმენტების გაყალბება ედება. შტეინმეცთან ერთად დაკითხვაზე მისი 4 თანამშრომელიც გამოიძახეს. შტეინმეცი 100 მილიონი შეკელის გირაოთი გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.