ბურკინა-ფასოში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, უაგადუგუში მომხდარ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. თავდასხმა რესტორან „აზიზ ისტანბულზე“ განხორციელდა. სამართალდამცველებმა 2 თავდამსხმელი მოკლეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან ალ-ქაიდას ტერორისტული დაჯგუფება დგას.