ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო ლეონარდო და ვინჩის განასახიერებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline Hollywood იტყობინება. ბიოგრაფიულ ფილმს უოლტერ აიზეკსონის ნაწარმოების მიხედვით გადაიღებენ. დი კაპრიო ფილმის პროდიუსერობასაც შეითავსებს.