ბრიტანეთს დედოფალი ელიზაბეტ მეორე შესაძლოა გადადგეს და ტახტის პრინც ჩარლზს დაუთმოს. ამის შესახებ „მირორი“ იუწყება. გამოცემა დედოფლის გადადგომის მიახლოებით თარიღსაც ასახელებს. სავარაუდოდ ეს 4 წელიწადში მოხდება, როდესაც დედოფალს 95 წელიწადი შეუსრულდება. პუბლიკაციაში ისიცაა ნათქვამი, რომ სამეფო ოჯახში ამ პროცესისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.