ცივი ომის ყველზე ცნობილი სიმბოლოს, ბერლინის კედლის მშენებლობის დაწყებიდან 56 წელი გავიდა. მისი მშენებლობა 1961 წლის 13 აგვისტოს გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიწყო. 155 კილომეტრი სიგრძის ბეტონის ნაგებობა ბერლინს ორად ჰყოფდა. აღმოსავლეთ ბერლინიდან ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადასვლის მცდელობას 140 ადამიანი ემსხვერპლა. კედელი ბერლინს 28 წლის განმავლობაში ჰყოფდა.