სასტუმრო „ამბასადორში" ქალაქების გლობალური გარემოსდაცვითი მიმოხილვის (GEO-ჩიტიეს) მეთოდოლოგიის ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა მიმართა, რომელმაც გარემოსდაცვით საქმიანობაში გაწეული წვლილისთვის გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
"პროექტის - "თბილისის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და შესაძლებლობათა განვითარება" - განხორციელება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. ჩვენი კოორდინირებული მოქმედება ხელს შეუწყობს პრობლემებისადმი ახლებური, უფრო პროგრესული მიდგომების განვითარებას" - განაცხადა გოჩა მამაცაშვილმა შეხვერდაზე.